გერმანია ღაზას 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების შედმეგ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანის მთავრობა ღაზის სექტორისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას, მათ შორის სასურსათო დახმარების, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების მიწოდებას.

„გერმანია გააგრძელებს მხარდაჭერას: ჩვენ 29 მილიონ ევროს გამოვყოფთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ეგვიპტესთან ერთად ვუმასპინძლებთ ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებულ მშვიდობის საბჭოში“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები