მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ზღვარი დაადგინეს
ექსპერტები თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს „მაქსიმალური ასაკი“, რომლის მიღწევაც ადამიანს შეუძლია და მათი ვარაუდით, ეს თანატოფობიით – სიკვდილის ძლიერი შიშით დაავადებულ ადამიანებს დააკმაყოფილებს.
ტილბურგისა და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტებმა ცოტა ხნის წინ იმუშავეს იმის გარკვევაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა, ავადმყოფობის ან შემთხვევითი დაზიანების გარეშე.
კვლევის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლეს ბუნებრივი ბიოლოგიური ზღვარი აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, 115 წელია.
მეცნიერებმა შეისწავლეს ნიდერლანდებში სამი ათწლეულის განმავლობაში, 2017 წლამდე, გარდაცვლილი 75 000 ადამიანი.
თითოეული ინდივიდის ასაკი გარდაცვალების დროს ჩაიწერა, რათა მკვლევრებს შესძლებოდათ, დაედგინათ, როდის მიაღწევს ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის პიკს.
მათი კვლევის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანმა 115 წელზე მეტხანს იცოცხლოს. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით ოდნავ მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდათ.
მკვლევრების მყარი დასკვნების მიუხედავად, პროფესორმა ეინმალმა აღიარა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ნორმას არღვევენ და სიცოცხლის შემოთავაზებულ მაქსიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბებენ.
მაგალითად, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი იაპონელი ჯიროემონ კიმურა იყო, რომელმაც 116 წელი და 54 დღე იცოცხლა.
ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ქალი ეთელ კატერჰემია, რომელიც 116 წლისაა. იგი 1909 წელს დაიბადა და მეფე ედუარდ VII-ის უკანასკნელი გადარჩენილი ქვეშევრდომი იყო.
2020 წელს მან COVID-19 გადაიტანა და 116 წლის დაბადების დღეზე მან მილოცვა მიიღო ბრაზილიელი ჟოაო მარინიუ ნეტოსგან (დაიბადა 1912 წლის 5 ოქტომბერს), მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცისგან.