შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ვერ გეტყვით, მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს და რაში არსებობს

,,ვერ გეტყვით, მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს და რაში არსებობს, სწორედ ამიტომაც მიდის გამოძიება, მთავარი არის ერთი რამ, მათ შორის პარლამენტის მოლოდინი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, ყველა ორგანიზატორს, ყველა დამფინანსებელს და გარე წამხალისებელს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მონაწილე იყო.

„ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური თუ ბოლო პერიოდის ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი, ყველა ხედავდა. ვხედავთ მის მეუღლეს, რომელიც აქტიურია სოცქსელში, ის [ბაჩო ახალაია] თავად არ ჩანს, მაგრამ მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის აჟღერებს იმ სათქმელს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომ ამაში გაერკვნენ რომ დადგინდეს ყველა დეტალი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები