შალვა პაპუაშვილი – რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ გადაკეტვაზე: რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის

„რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის. ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ გადაკეტვაზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ კიდევ, რომ დისკომფორტი შეუქმნან დედაქალაქის მოქალაქეებს. სახელმწიფო ზრუნავს და მეთოდურად უდგება ამ საკითხს, რომ რამდენიმე რადიკალმა და ქვეყნის დამამხობელმა დისკომფორტი არ შეუქმნას დედაქალაქის მოქალაქეებს. 4 ოქტომბერი იყო იმ პროცესის კულმინაცია, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებოდით და 4 ოქტომბრის შემდეგ ეს არის გაგრძელება 4 ოქტომბრისა. სახელმწიფო გადატრიალება იყო კულმინაცია ამ რამდენიმე თვიანი პროცესისა. ეს არის გარკვეული კომვულსიები სახელმწიფო გადამტრიალებლების არ შემდგარი გადატრიალების შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები