„ჩვენ უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი, რადგან ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც გვესმის გამაყრუებელი დუმილი ბრიუსელის და მისის საელჩოების მხრიდან”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას რატომ არ დაგმეს 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დასავლელმა პარტნიორებმა.
,,ასე იყო შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს. არცერთი განცხადება დღემდე არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ამან შეაგულიანა ზუსტად მოძალადე ჯგუფები, რომ თავს დასხმოდნენ პრეზიდენტის სასახლეს და აქაც არის დუმილი. ამიტომ ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა.
ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესსპიკერის განცხადებაში, როდესაც ოთხი ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მხარი დაუჭირა, და ახლა ვხედავთ მათი დუმილით. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურას, რომელიც ჩართულია ამ ყველაფერში. პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის პარალელურად, მაშინ როდესაც ქვეყანა ლამის 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიყავით ზღვარზე, რომ აქ ატეხილიყო ქაოსი, ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც პირდაპირ მხარდაჭერა და გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ასე შემდეგ. აშკარა იყო, რომ ძალადობა გარედან იყო მხარდაჭერილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.