გიორგი გაბუნია – გიორგი ქემოკლიძის დაკავებაზე: შემაშფოთებელია მსგავსი ფაქტის წარმოდგენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ჰქონდა ასეთი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი – მიმაჩნია, რომ აღნიშნული საქმე უნდა იქნეს სრულად გამოძიებული

„შემაშფოთებელია მსგავსი ფაქტის წარმოდგენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ჰქონდა ასეთი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი – მიმაჩნია, რომ აღნიშნული საქმე უნდა იქნეს სრულად გამოძიებული,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესაძლო კავშირი ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.

“შემაშფოთებელია მსგავსი ფაქტის წარმოდგენა ჩვენთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ჰქონდა ასეთი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საქმე უნდა იქნეს სრულად გამოძიებული და საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბოლომდე დადგინდეს ჭეშმარიტება, არა მარტო ეს ადამიანი, რომელსაც ბრალი დაედო კონკრეტული სისხლის სამართლის ბრალის ჩადენისათვის, არამედ გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესაძლო კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი ფიზიკური ანგარიშსწორების ინსცენირებისთვის შეუსახლა.
მიზანი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გავრცელება იყო – როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები