შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცნობით, ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.