აშშ-ში 41 წლის მამუკა ჭამიაშვილი მოკლეს

აშშ-ში 41 წლის მამუკა ჭამიაშვილი მოკლეს. გარდაცვლილ ქართველს 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჭამიაშვილის მკვლელობის ბრალდებით შეერთებულ შტატებში ორი ბრუკლინელი მამაკაცი გაასამართლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით. სამართალდამცველები ამავე დანაშაულისთვის კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.
ჭამიაშვილი კარგად დაგეგმილი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ის ინტერნეტში ავტომობილის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების ავტორებს, კეონ ლუისსა და ალი გარნერს კი პოტენციური მყიდველის გაძარცვა ჰქონდათ დაგეგმილი.
ჭამიაშვილი ავტომობილის ტესტ-დრაივზე თავის ვაჟთან და ოჯახის ახლობელთან ერთად მივიდა. მამა ადგილზევე ჩაცხრილეს, შვილს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდაცვლილს 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 2 ეჭვმიტანილი 6 და 16 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები