4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ექვს პირს, მათ შორის ნანა სანდერს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ექვს პირს: გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები