Reuters: ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის პირველი ფაზის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეგვიპტის სანაპირო კურორტ შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

შეთანხმების თანახმად, ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მხარეები საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ, ისრაელი ნაწილობრივ გაიყვანს ძალებს ღაზიდან, „ჰამასი“ კი ისრაელის მიერ დაკავებული ასობით პატიმრის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილ მძევალს გაათავისუფლებს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფების ტერორისტული თავდასხმის დროს შეიპყრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები