ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დაკავებული დარჩენილი მძევლები ღაზადან ორშაბათს ან სამშაბათს გათავისუფლდებიან.

მისი თქმით, ის კვლავ გეგმავს რეგიონში ჩასვლას ამ შემთხვევის აღსანიშნავად.

„ვფიქრობ, ეს იქნება მდგრადი მშვიდობა, იმედია, მარადიული მშვიდობა. მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში.

ჩვენ უზრუნველვყავით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება და ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გაათავისუფლონ“ – განაცხადა მან თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებისას.

ტრამპის თქმით, ის „შეეცდება გამგზავრებას“ ამ მომენტის აღსანიშნავად, მათ შორის ეგვიპტეში გაჩერებას „ოფიციალური ხელმოწერისთვის“, რათა შეთანხმება აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები