„ჰამასმა“ განმარტა, თუ რატომ არ არის ჯერ კიდევ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი იმ რამდენიმე პალესტინელი პატიმრის სიასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, რომელთა გათავისუფლებასაც „ჰამასი“ მოითხოვს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“-ს ლიბანში პალესტინის მოძრაობის წარმომადგენელმა, ვალიდ კილანიმ განუცხადა.

„ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ჯერ არ მოაწერეს ხელი, რადგან ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების სიასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. მათ შორის არიან მარვან ბარგუტი, აბდულა ბარგუტი, აჰმედ საადატი, იბრაჰიმ ჰამიდი და ჰასან სალამა“, – აღნიშნა კილანიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები