ილონ მასკი: ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე – თავად გაუპატიურების მცდელობა

“ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე – თავად გაუპატიურების მცდელობა”, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი X-ზე წერს.

მასკი ამ შეფასებით ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ ლოიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ეპინგში სამი მომიტინგე დააკავეს და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო არალეგალ მიგრანტს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა – 12 თვით პატიმრობა.

“ეპინგის სამი მომიტინგე დააპატიმრეს – მათ უფრო ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე იმ მიგრანტს, რომელმაც ქალაქში არეულობა 14 წლის გოგონაზე თავდასხმით გამოიწვია.
მარტინ პიგრამი, დინ სმიტი და სტიუარტ უილიამი ორ-ორწლიან პატიმრობას მოიხდიან.
არალეგალ მიგრანტ ჰადუშ კებატუს მხოლოდ 12 თვე მიესაჯა”, – წერს პიტერ ლოიდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები