შსს-ს ცნობით, ბაჩო ახალაია სამინისტროში ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში ხვალ, 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.