AfD-ის წევრი რუსეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობისთვის ფრაქციიდან გაათავისუფლეს
ულტრამემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) თავისი დეპუტატი, რობერტ რიში ჰამბურგის რეგიონულ პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხა.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამის მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა ანტიგლობალისტების ფორუმში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.
გავრცელებული ცნობით, AfD-ში მის მიმართ დისციპლინური დევნაა დაწყებული და ის შესაძლოა, პარტიიდანაც გარიცხონ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ დეპუტატმა ვიზიტი პარტიის თანხმობის გარეშე განახორციელა. შეხვედრა რუსეთში იმ პერიოდში ჩატარდა, როცა ბერლინი და ევროკავშირი მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ.
AfD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დეპუტატის ქმედება „პარტიის პრინციპებს და გერმანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.