სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ პოეტს, ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ზვიად რატიანს პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.
რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები