ჰარვარდის მეცნიერი: დედამიწისკენ მომავალი უცნობი ობიექტი, შესაძლოა, უცხოპლანეტური წარმოშობის იყოს

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ავი ლობმა, განაცხადა, რომ ახლად აღმოჩენილი ციური ობიექტი, სახელწოდებით 3I/ATLAS, შესაძლოა უცხოპლანეტური წარმოშობის იყოს.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ობიექტის მოძრაობისა და სტრუქტურის ანომალიები მიანიშნებს, რომ ის შეიძლება ბუნებრივი წარმოშობის არ იყოს.

ლობმა საკუთარი მოსაზრება კვლევით ნაშრომში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ობიექტი ამ დროისთვის დედამიწისკენ მოემართება და ასტრონომების გათვლებით, ჩვენს პლანეტასთან უახლოეს მომავალში ჩაივლის.

მეცნიერის თქმით, არსებობს შანსი, რომ 3I/ATLAS უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიური მოწყობილობა იყოს, თუმცა თავად ლობიც აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი ჰიპოთეზაა და დასკვნის მისაღებად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო.0

NASA-სა და სხვა ასტრონომების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ლობის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, ბუნებრივი წარმოშობის კომეტაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები