პუტინმა ალიევთან შეხვედრაზე აღიარა, რომ AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი რუსულმა რაკეტებმა ჩამოაგდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე აღიარა, რომ 2024 წლის დეკემბერში ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსული რაკეტით იყო ჩამოგდებული.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა იმ პერიოდში მოხდა, როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინული დრონების შესაძლო შეტევას პასუხობდნენ.
პუტინი ამტკიცებს, რომ ჩამოვარდნა უკრაინულმა დრონმა გამოიწვია. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი რაკეტა ისროლა, რომლებიც თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია, არამედ რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უკვე მოიხადა ბოდიში რუსეთის ცაში თვითმფრინავთან დაკავშირებული „ტრაგედიის“ გამო.
მან კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატა.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში კომპენსაციის უზრუნველსაყოფად და ყველა თანამდებობის პირის ქმედებები იურიდიულად შეფასდება“, – დასძინა პუტინმა.