საბერძნეთში, ათენში, ქართველმა მამაკაცმა ორსული მეუღლე ცივი იარაღით, სახის არეში დაჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
პოლიციამ ინციდენტის შესახებ ატიკონის საავადმყოფო სამედიცინო პერსონალისგან შეიტყო, სადაც დაზარალებული გულმკერდისა და თავის არეში, სავარაუდოდ, ჩანგლის დარტყმით მიყენებული დაზიანებებით მოათავსეს.
38 წლის ქალს მარჯვენა თვალის ტრავმის გამო, ოპერაცია ჩაუტარდა და გინეკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს. ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.
საბერძნეთის ხელისუფლებამ 43 წლის მამაკაცი დააკავა. ის პროკურორის წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება.