ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი კვლავ ჩავარდა
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი ორივე კენჭისყრაზე ჩავარდა.
როგორც Politico წერს, დეპუტატთა უმრავლესობამ ფონ დერ ლაიენის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.
როგორც მედია წერს, ვერც ულტრამემარჯვენეებისა და ვერც ულტრამემარცხენეების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.
ინიციატივა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა წამოაყენეს, რომლებიც ევროკომისიის მუშაობას უკრაინის, მიგრაციისა და კლიმატის პოლიტიკის მიმართულებით აკრიტიკებდნენ. მიუხედავად ამისა, პროცედურამ ვერ მოიპოვა საჭირო მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივამ ევროპარლამენტში ვერც ივლისში მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ხმები.