24 ოქტომბერი

09:00
მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სტატისტიკის კათედრის დაარსების 70–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაცია და სტატისტიკა“ გაიხსნება. მისამართი: უნივერსიტეტის 2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
10:00
საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუს შეხვდება. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აუდიტის დასკვნა და თავდაცვის სამინისტროში გაფლანგული თანხები და სეიშელის კუნძულებზე გადარიცხული საბიუჯეტო თანხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
10:45
ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში, ანალიტიკური დოკუმენტი “უვიზო მიმოსვლა ევროპაში – საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურა “როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?” წარმოდგენილი იქნება. მისამართი: ჭოველიძის ქ. №10 საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი 577 29 10 03

11:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძე, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: რატომ არღვევს საერთო სასამართლოები სამართალწარმოების ვადებს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტშ, ფორუმი “საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხი – საერთაშორისო შემაჯამებელი ექსპერტიზა, პრობლემები და გამოწვევები” გაიმართება. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, 2008 წლის ომში დაღუპული ალეკო ონიანის და და ბიძა, მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე ბრიფინგს გამართავენ თემა: 16-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული 17 ქართველი გმირის სახელთა უკვდავსაყოფად.

11:30
“პირველ პრესკლუბში’’- ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ლექსო კობაიძე და ,,სოლიდარობის’’ თავდამჯდომარე ლაშა შუკაკიძე გაზეთ,,ასავალ- დასავალის’’ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით პრესკონფერენსციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პალატის პროექტის “ბიზნეს ინკუბატორის” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. №150
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბაჩო ახალაიას განაჩენი, ძალადობა ქალებზე, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “საზოგადოებრივი მოძრაობა” სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობის წარმომადგენლები რამაზ ღვალაძე, ლევან ჩაჩუა და ზაალ ჟვანია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, ადიგენში დაპირისპირებასა და ოჯახურ ძალადობაზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, “თავისუფალი საქართველოს” რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება. თემა: პოლიტიკური რეპრესიები. საკონტაქტო ნომერი: 597 35 22 88 ნატა
12:00
Pivot point International–ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ჟურნალისტი ქალბატონებისთვის ღონისძიებას “პივოტ პოინტის მეგობარი” გამართავს. მისამართი: პეკინის ქ. #34 საკონტაქტო პირი: ნინო გოგოლაძე 558 35 30 26
12:30
“პირველ პრესკლუბში” გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართველი ემიგრანტები“ განცხადებას გააკეთებენ.

13:00
“თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ბანკის სამ ახალ ვიცე-პრეზიდენტს წარადგენს, რომელსაც “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც დაესწრება. მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, მესამე სართული
13:00
“პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბაჩო ახალაიას განაჩენი, ძალადობა ქალებზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი, ნოდარ ლიპარტელიანი “ტაოპრივატ ბანკის” თაღლითურ სქემაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
13:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, “ეროვნული ინტერნეტის განვითარების ასოციაციის” მიერ შექმნილი ვებ(საინფორმაციო)-გვერდების პრეზენტაცია გაიმართება.
13:00
დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზ. #8, პარლამენტის შენობა (C ფლიგელი, ოთახი 002) საკონტაქტი პირი: ნინო სტურუა 599 99 83 53

14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენის რაიონში-მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, ჟურნალისტზე თავდასხმის მეორე ფაქტი.
14:00
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, რკინიგზის ადმინისტრაციის წინ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: თამარ მეფის #15
15:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახში (N221)
15:00
“ინტერპრესნიუსის” საკონფერენციო დარბაზში, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის სახელით, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: იოსებიძის ქ. #49 საკონტაქტო პირი: ანა კუჭავა 598 621 777
19:00
საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში”, დეკანოზ თავმას ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

19:00
კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” “ლიბერალი” დისკუსიას გამართავს. თემა: “ქალი და რელგია”. მისამართი: ლ. ასათიანის ქ. #62
19:00
სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, (ახალგაზრდული ცენტრი), მოძრაობა “დავითიანნის” ფსიქოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, “ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი” ჩატარდება.
20:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, პირველ კონცერტს დაესწრება.
20:00
ბრიტანეთის საელჩოში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ქ. ბრისტოლის მერი ალსტერ ვატსონი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ბრიტანეთის თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხევდრაზე ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. მისამართი: კრწანისის #51.
20:00
“ლიბცენტრი” ფსიქოლოგ მაია ცირამუას საჯარო ლექციას გამართავს. თემა: “ძალადობა ქალებზე – ტრადიცია თუ ახალი ტენდენცია”. მისამართი: რუსთაველის გამზ. #31, ვარდების რევოლუციის მოედანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები