ვლადიმერ პუტინი ტაჯიკეთს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტაჯიკეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში პუტინი ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელებს.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები იქნება რეგიონული უსაფრთხოება, ავღანეთის მიმართულებით არსებული საფრთხეები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და მიგრაციის საკითხები.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ცენტრალურ აზიაში ეს პუტინის პირველი ვიზიტია, რაც, ექსპერტების შეფასებით, ხაზს უსვამს მოსკოვის ინტერესს, რეგიონში გავლენის შენარჩუნებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართ.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ მოსკოვსა და ბაქოს შორის თვეების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები