ზელენსკი: Tomahawk-ებმა, შესაძლოა, რუსეთს მოლაპარაკებებზე წამოსვლა აიძულოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებამ, შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, დაინახოს რეალური მდგომარეობა და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
“ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალია, რომ ჩვენს პარტნიორებს ესმით, ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად და არა შიშის საფუძველზე. ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები რუსეთს აიძულებს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია არის – Tomahawks-ები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თქმით, დასავლური რაკეტების მიწოდება არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს, არამედ შექმნის ახალ ბალანსს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყების რეალურ საფუძვლად იქცეს.
შეგახსენებთ, 7ოქტომბერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება “თითქმის” მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს. ასთან, ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას განიხილავს.