,,4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობა ჰქონდათ განზრახული, ახლა ცდილობენ, მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაექცნენ და ამბობენ, თითქოს, არაფერი იცოდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს.
„არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს და ეს ვნახეთ. ამ მოვლენებში მონაწილეობა ჰქონდათ განზრახული და ამაში მონაწილეობა მიიღეეს. ახლა ცდილობენ, დანაშაულზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაექცნენ და ამბობენ, თითქოს, არაფერი იცოდნენ. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცოდა, ხედავდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა ხდებოდა, ჩავარდნილ დამხობაზე გამიჯვნა შემდეგ დაიწყეს. დანაშაული გარედან მართულმა ადამიანებმა, ტვინგამორეცხილებმა ჩაიდინეს. ზოდელავამ თავად თქვა, რომ მათი მიზანი პრეზიდენტის სასახლის აღება იყო, რისი მიზანიც ჯაჭვური ეფექტი იყო სხვა სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.