სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიაში, კადეტთა ფიცის მიღების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიაში, კადეტთა ფიცის მიღების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა
უწყების ცნობით, ზურაბ გულუამ და გოგა ჯალაღონიამ ფიცი სხვა კადეტებთან ერთად დადეს.
“ღონისძიებას, ოფიციალურ პირებთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე – შოთა ხურციძე ესწრებოდა.
საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქ. ათენში საბერძნეთის სამხედრო მიჩმანთა აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებიან”, – წერია ინფორმაციაში.