,,ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა, უკვე “ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, „არ ვიცოდი“-ს და „არ მეგონა“-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს”.
,,ყველამ ყველაფერი იცოდა.
იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ.
იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა ენჯეოშნიკმაც, იცოდა ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც, მცოდნემაც და უცოდინარმაც. თითოეულმა იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იცოდა, იქ რისთვის მივიდა. და იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.
ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და ოთხში ოთხ საათზე, იმ ადგილას შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთაზ ზოდელავა.
ახლა, უკვე ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, „არ ვიცოდი“-ს და „არ მეგონა“-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს. ის ქართველი ხალხი, რომელმაც ოთხში ოთხ საათზე შეკრებილი ხელისუფლების დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა“, – წერს პაპუაშვილი.