თბილისში ჯაზ-ფესტივალი იწყება

თბილისში ჯაზ-ფესტივალი იწყება. ფესტივალის პირველი წარმომადგენელი პიანისტი მიშელ კამილო იქნება. კამილო უკვე საქართველოშია.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. პირველად შევასრულებ ჩემს მუსიკას ქართველი მსმენელისთვის. იმედი მაქვს, კარგი შეხვედრა გვექნება“,- აღნიშნა მიშელ კამილომ.
ჯაზ-ფესტივალის პირველი დღის სტუმართა სიაში ალდი მეოლაც შედის.
როი აიერსი, ანეტ კოენი, ჯორჯ მელის კვარტეტი, ენდი შეპატი ჯაზ-ფესტივალის სტუმრები იქნებიან. დევიდ ფიუზინსკი გიორგი მიქაძესთან ერთად დაუკრავს. ჯაზ-ფესტივალს ოთხგზის გრემის მფლობელი სტენი კლარკი და ქართველ ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილი საერთო შესრულებით დახურავენ.
ხუთდღიანი ფესტივალის განმავლობაში მსმენელს რვა კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები