რუსული ავიაკომპანიები საქართველოში რეგულარული ფრენების დანიშვნას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოში შემოსვლას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავენ. შესაბამისი ნებართვა ქართული ავიაციის დეპარტამენტისგან მათ ჯერ არ მიუღიათ. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ „აეროფლოტმა“ პირველი ფრენა 26 ოქტომბრისთვის დაგეგმა. რეგულარული მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში ბილეთის ფასი დაიკლებს. მოსკოვის მიმართულებით ბილეთის ფასი 225 დოლარი ღირს. ბლეთების გაყიდვა „ურალის ავიახაზებმაც“ დაიწყეს.
რეგულარული ფრენები სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია. ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზად „აირზენას“ მოთხოვნას ასახელებენ.
„საქართველოს ადმინისტრაცია კონკრეტულ პასუხს არ გვაძლევს. რას აპირებენ არ ვიცით. როგორც ჩვენ გავიგეთ, „აირზენას“ უფროსობამ იჩივლა, რომ ვიფრინოთ ათი ათზეო“, – განაცხადა „ურალის ავიახაზების“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ანზორ ქავთიაშვილმა.
„ყველა სახელმწიფო თავის მხრივ, ხელს უწყობს თავის ავიაკომპანიებს, რომ აითვისონ რაც შეიძლება მეტი ბაზარი. მაგრამ იგივე საავიაციო ხელისუფლებები ყველა ქვეყანაში ,თავის მხრივ, იცავენ ადგილობრივ ბაზარს, ბევრი სხვა კომპანიებისგან“, – განაცხადა „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა.
რეგულარული ავიაციების აღდგენის შესახებ შეთანხმება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისას მოხერხდა.
„ავიაკომპანიები უნდა შეთანხმდნენ როგორ იქნება მათთვის ფრენა ხელსაყრელი, რა სიხშირით და ასე შემდეგ. არანაირი, ბარიერი აღარ არსებობს, ეს წმინდა ტექნიკური საკითხი“, – აღნიშნა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისების დაგეგმვის სურვილი კი 20-ზე მეტ ავიაკომპანიას აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები