გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 9-10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა მე-10 კონფერენციაში, რომელიც ვალეტაში გაიმართება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემებია – ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ დასკვნით დეკლარაციას – „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის: ახალგაზრდული პერსპექტივები მოქმედებაში“, რაც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები