სოციალური პროტესტის ფონზე, მადაგასკარის პრეზიდენტი ეროვნულ მოლაპარაკებებს იწყებს
მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაჯოელინამ განაცხადა, რომ სხვადასხვა ჯგუფთან „ეროვნული დიალოგის“ გამართვას გეგმავს.
პრეზიდენტის განცხადება ახალგაზრდა მომიტინგეთა 48-საათიან ულტიმატუმს მოჰყვა, რომელიც მათ პრეზიდენტს წაუყენეს, რათა დათანხმებულიყო მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეროვნული გაფიცვა დაიწყდებოდა.
რაჯოელინას თქმით, დიალოგი მიზნად ისახავს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას და ფართო კონსენსუსის მიღწევას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საკითხებში.
მომიტინგეები აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკას, მათ შორის სიღარიბის, ინფლაციისა და სამუშაო პირობების საკითხებზე და სურთ, რომ პრეზიდენტმა სწრაფად მიიღოს ზომები მათი მოთხოვნების გასამართლებლად.
ორშაბათს, რაჯოელინამ არმიის გენერალი რუფინ ფორტუნატ ზაფისამბო ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა მას შემდეგ, რაც მან კაბინეტი დაითხოვა. თუმცა, როგორც მედია წერს, ცვლილებებმა ვერ შეძლო იმ მომიტინგეების დაწყნარება, რომლებიც თავდაპირველად ქუჩებში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო გამოვიდნენ.
“ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად და სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ახალი საზოგადოების შესაქმნელად”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
რაჯოელინამ ასევე აღნიშნა, რომ მზადაა კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ქვეყნის მასშტაბის გაფიცვა და გამწვავებული სოციალური დაძაბულობა.
“ამ მიზნით, გაიმართება ეროვნული დიალოგი და კონსულტაციები, რათა მოვისმინოთ ხალხის შეშფოთება და შევიმუშაოთ მდგრადი გადაწყვეტილებები იმ საკითხებისთვის, რომლებიც ჩვენზე ახდენს გავლენას”,- აღნიშნა მანდ.
როგორც მადაგასკრის პრეზიდენტმა აღნიშნა, ოთხშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებს სულიერი ლიდერები, სტუდენტები და ახალგაზრდების წარმომადგენლები დაესწრებიან.