გერმანიაში, ჰერდეკეს მერი ცივი იარაღით დაჭრეს
გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს ახლადარჩეული მერი, ისირის სტალცერი, ცივი იარაღით მძიმედ დაჭრეს,- ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი სტალცერის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 57 წლის მერს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აღმოუჩინეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჰერდეკეს ახალ მერს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, თანამდებობის დაკავება 1 ნოემბერს უნდა დაეწყო.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიჰ მერცმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ დანაშაულზე სწრაფი და მკაცრი რეაგირებაა საჭირო.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ეოგორც მედია წერს, პოლიცია ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობას არ ასახელებს და დანაშაულის შესაძლო პოლიტიკურ მოტივსაც არ გამორიცხავს.