იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევები 5 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, სახელწმიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ.

,,ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ვინაიდან, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები