ტრამპი: ბრაზილიის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრაზილიელ კოლეგასთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მისი თქმით, საუბრისას ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკასა და ვაჭრობაზე გამახვილდა.
„დღეს დილით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან. ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ ძირითადად ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკასა და ვაჭრობაზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ კიდევ გვექნება დისკუსიები და უახლოეს მომავალში შევხვდებით როგორც ბრაზილიაში, ასევე შეერთებულ შტატებში. სატელეფონო საუბარი ძალიან მომეწონა – ჩვენი ქვეყნები ერთად ძალიან კარგად იმუშავებენ!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.