მედვედევი: მაკრონს საფრანგეთი არ აინტერესებს

საფრანგეთის მთავრობის გადადგომა იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს კიევის ადვოკატი, გერმანიისა და ბრიტანეთის ახლო მეგობარი და აფრიკაში მოლაპარაკე ნეოკოლონიალისტი არბიტრი, თუმცა, ემანუელ მაკრონს საფრანგეთი საერთოდ არ ადარდებს.

„სამწუხარო ჩანაწერი: საფრანგეთის მთავრობამ 14 საათი გაძლო. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საფრანგეთს პრეზიდენტი არ ჰყავს. მას ჰყავს ბრწყინვალე ადვოკატი კიევში, გერმანიისა და ბრიტანეთის ახლო მეგობარი, ლაქლაქა ნეოკოლონიალისტი არბიტრი აფრიკაში. მამალ მიკრონს კი საფრანგეთი არ აინტერესებს. ჩვენი კაზაკების ცხენებიც კი, რომლებიც 1814 წელს პარიზში შევიდნენ, უკეთ შეასრულებდნენ თავის მოვალეობას“, – დაწერა მედვედევმა MAX Messenger-ის საკუთარ არხზე.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დანიშვნიდან 27 დღეში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები