კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 14 წლის ბიჭი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა თანატოლმა ხელში ბასრი საგნით მიაყენა.
დაშავებული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან უკვე გაწერეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.