ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ვალერი კვარაცხელია დაინიშნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოადგილედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედვით, ვალერი კვარაცხელია დაინიშნა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვალერი კვარაცხელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ვალერი კვარაცხელია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვეენებიდან 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები