“საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული” – ევროპარლამენტარი

“ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა დღეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვირვების დროს”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტარმა ადრიაშ ლასლომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული.

“ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით, პერსონალმა იცოდა, როგორ უნდა ემუშავა, ასევე იყვნენ ადგილობრივი დამკვირვებლებიც. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება.

საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული. ქართველ ხალხს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ დღევანდელი არჩევნების გამარჯვებული სწორედ ის არის, ვისაც ხმა მისცეს. ელექტრონული აღჭურვილობა იყო გამართული.

ჩვენ ვესაუბრეთ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და მათაც ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ. უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა დღევანდელი არჩევნები, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით,” – განაცხადა ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები