ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას გარდაცვლილის მამა: ჩვენ უვადო პატიმრობას ვითხოვდით

2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგომთან ჩაცხრილული ერთ-ერთი ახალგაზრდის მარად ართმელიძის მამა მიხეილ ართმელიძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენს აფასებს და მიჩნევს, რომ ბრალდებულები უვადო პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
“მადლობას ვეტყვი მოსამართლეს იმისათვის, რომ 8 წლის წინ დაძირული და დაძინებული საქმე გააღვიძა. ძალიან მეცოტავა ეს სასჯელი, ჩვენ მოვითხოვდით უვადო პატიმრობას აი ამ პირების მიმართ – აბა ვინ ჩახოცა ეს ბიჭები? ბუნებრივად ჩაიხოცნენ ავტომატებით? ვინ მიუწყო ავტომატები ამ ბიჭებს? ეს ბრალდება იყო შეთითხნილი“, – განაცხადა მიხეილ ართმელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მას მიესაჯა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი, 11 წელი მიესაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები