კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – დაშავდა 1 ადამიანი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი.
მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.