მოხეში მუსლიმების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა – დაკავებულია 14 პირი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმ მრევლს, მედიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მრევლი ძველი მეჩეთის დემონტაჟის წინააღმდეგ აქციას მართავდა, რომელიც სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა დააზიანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინცინდენტის შედეგად 14 პირია დაკავებული. აქედან 11 პირი ადმინისტრაციული წესის, 166-ე და 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), 3 კი სსკ-ის 153-ე მუხლით (პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევა).
მუსლიმი მოსახლეობა ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მათ მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები