თინათინ რუხაძე: ხმა მივეცი მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას
,,ვიყავი თვითმმართველობის არჩევნებზე. ხმა მივეცი მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ხმა მივეცი საუკეთესო კანდიდატებს თბილისში”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის დარწმუნებულია, რომ ,,ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას მოიპოვებს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი – ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში მიღწეული მშვიდობისა და სტაბილური განვითარების შენარჩუნება. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაძლიეროთ განვითარების ტემპი.
ჩვენი პოლიტიკური ძალა მშვიდობასა და წინსვლაზეა ორიენტირებული და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნების შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი დიდი უპირატესობა”,- წერს რუხაძე.