შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო შეტყობინება ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით – წელს რა პრობლემა იქნებოდა, ახლა უფრო მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან
„17 წლის წინ, 2008 წლის არჩევნებზე, როდესაც ტექნიკა და პირობები სხვანაირი იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა ეუთო/ოდირმა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეუთო/ოდირი მოვიწვიეთ. მათ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე. არაფერი სჭირდებოდა, რომ შეეკრათ რამდენიმეკაციანი დელეგაცია იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო შეტყობინება ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით და 17 წლის წინ, როდესაც ტექნიკა და პირობები სხვანაირი იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა და წელს რა პრობლემა იქნებოდა, უფრო მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან. უფრო ადვილად და კომფორტულად ჩამოვიდოდნენ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ესეც ნაწილია იმის, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართულ არჩევნებზე თავდასხმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასასწრებად, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.