მაია ბითაძე: მშვიდი და სტაბილური განვითარება, ეს უალტერნატივოა საქართველოს მომავლისთვის
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, ქვეყნის მომავლისთვის სტაბილური განვითარება უალტერნატივოა.
„მშვიდი და სტაბილური განვითარება, ეს უღალტერნატივოა საქართველოს მომავლისთვის, შესაბამისად, მე ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ხმა მივეცი სწორედ იმ პარტიას და კანდიდატებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ წარმატების მოტანაზე, იმ გარანტიების შექმნაზე, რასაც სწორედ ღირსეული, ევროპული, ქართული მომავალი ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ.