საერთაშორისო დამკვირვებელი: ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია

,,მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა”,- ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის პარლამენტის წევრი ისტვან ჰოლიკი აცხადებს, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.

მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია.

„მეცხრე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით, მთელი პროცედურა ძალიან გამჭვირვალეა, პროცესი მაღალი სიზუსტით არის ორგანიზებული. მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია. თუკი ხმის მიცემის ეს ელექტრონული მოწყობილობები კარგად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა არჩევნებზე, ვფიქრობ, ისინი კარგად იმუშავებს ქართველი ხალხისთვისაც. ამ საარჩევნო სისტემით მთელი პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები