შალვა პაპუაშვილი: დღეს ყველა პატრიოტის ადგილი საარჩევნო უბანზეა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ყველა პატრიოტის ადგილი საარჩევნო უბანზეა.

პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოქალაქეები არჩევანის დაფიქსირების საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენებენ.

,,დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის საარჩევნო უბანზე, ის ვინც თავს თვლის დემოკრატიული საქართველოს შვილად, დღეს იმისი ადგილი არის არჩევნებზე.

მხოლოდ არჩევნებია ერთადერთი საშუალება სახელისუფლებო მანდატის მიცემისა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები