საერთაშორისო დამკვირვებელი: საქართველოში საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

,,პროცესი მიდის შეუფერხებლად”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ განაცხადა, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.

ლასლო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების იმედს გამოთქვამს.

„საარჩევნო უბნებზე გახსნამდე მოვედით, რომ შეგვემოწმებინა მათი მზადყოფნა არჩევნებისთვის. ხალხის მოსვლის დროს აქ უკვე იყო პერსონალი, ადგილზე არიან დამკვირვებლები. პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს არჩევანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და რომელი კანდიდატები უნდა პროგრესირებდნენ მომავალში“, – განაცხადა ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები