აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საკუთარი არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების 29-ე უბანზე დააფიქსირა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ხმის მიცემის შემდეგ სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.
,,რა თქმა უნდა, გავაკეთე არჩევანი განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ექვსივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.