არჩილ ნიჟარაძე: თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას
„ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არჩილ ნიჟარაძემ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 06 ოლქში
დააფიქსირა.
ის დარწმუნებულია, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
„ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს”, – განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.