დავით მათიკაშვილი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც ქვეყანას აქვს.
“64-ვე მუნიციპალიტეტში დღეს საქართველო აირჩევს მერებს, ასევე, დაკომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება, ყველაფერი არის ხელის გულზე. საზოგადოებამ, ჩვენმა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას – მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება პრობლემა არჩევანის გაკეთება”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.