რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების და სოფლების განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების და სოფლების განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე დღეს ხმა მივეცი ჩემი ქალაქის და ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და ვფიქრობ, დღეს, თითოეული პატრიოტის ვალი არის გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის განსამტკიცებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების და სოფლების განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.